არ ვიცი, რომელია სააკაშვილის გამარჯვება, მაგრამ მე მახსოვს მისი დაახლოებით 30 დამარცხება - თალაკვაძე
საქართველო, თბილისი - 15:37 | 22.01.2021 ნანახია: 425„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე არ ვიცი, რომელია მისი პირველი გამარჯვება, რადგან ეს მეორედ დაასახელა, მაგრამ მე მახსოვს მისი პირველი, მეორე და დაახლოებით, 30 დამარცხება როგორც ადამიანის უფლებების სფეროში, ისე, მედიის თავისუფლების სფეროში, ისე თავისუფალი არჩევნების ჩატარების მხრივ და არაერთ არჩევნებში მას შემდეგ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. არჩილ თალაკვაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მესამე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, წარსულის პოლიტიკური ძალაა, რომელიც დღემდე ახორციელებს დესტრუქციას.
„ჩვენი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც 700-ზე მეტი მტკიცებულება, მათ შორის, ჭურვის ნამსხვრევები წარადგინა ევროსასამართლოში და სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე თავის დონეზე დამატკიცა ამ დავაში საკუთარი სიმართლე. ხოლო რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა გააკეთეს, არის ის, რომ მათ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოში რეზოლუციას, სადაც საქართველო არის დადანაშაულებული ომის დაწყებაში. ეს არის განსხვავება ჩვენს შორის. კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება - გუშინ, როდესაც საქართველომ გაიმარჯვა ამ დავაში, ჩვენი რეაქცია იყო და ჩვენი პოლიტიკური განაცხადი იყო, რომ საქართველომ გაიმარჯვა ამ დავაში, ხოლო მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის განცხადება იყო, რომ ეს არის მათი გამარჯვება, თან, მეორე გამარჯვება, ფაქტობრივად, ამ ადამიანებმა, თავის თავზე, სრულიად უტიფრად და სრულიად სიცრუეზე დაყრდნობით მიიწერეს ის გამარჯვება, რაც მთელ საქართველოს ეკუთვნის. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე არ ვიცი, რომელია მისი პირველი გამარჯვება, რადგან ეს მეორედ დაასახელა, მაგრამ მე მახსოვს მისი პირველი, მეორე და დაახლოებით, 30 დამარცხება როგორც ადამიანის უფლებების სფეროში, ისე, მედიის თავისუფლების სფეროში, ისე თავისუფალი არჩევნების ჩატარების მხრივ და არაერთ არჩევნებში მას შემდეგ. ამიტომ აქ სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია, ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა რომ მათ მხარდამჭერებს რაღაც მიყიდონ, მომავლის იმედი, სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არის წარსულის პოლიტიკური ძალა და როგორც ხედავთ, დღემდე ახორციელებენ დესტრუქციას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა