რესპუბლიკელი სენატორები დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე მოსმენების გადადებას ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 15:03 | 22.01.2021
ნანახია: 460

სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა მიტჩ მაკონელიმ ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის მზადების ვადები დაასახელა, რომლის მიხედვით პროცედურების დაწყება თებერვლის შუა რიცხვებამდე არ უნდა მოხდეს.

მაკონელი ამბობს, რომ მან დემოკრატების ლიდერს, შუმერს იმპიჩმენტის პროცესის პირველი ეტაპის გრაფიკი გაუგზავნა და იმედოვნებს, რომ მასთან ერთად საკითხზე მსჯელობას გააგრძელებს.

მისი თქმით, როგორც სენატი, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტი და თავად ტრამპიც იმსახურებენ „სრულ და პატიოსან პროცესს“. „რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ ძლიერი პოლიტიკური ვნებების დროს დაუშვებელია პროცესის ნაჩქარევად ჩატარება“, - დასძინა მაკონელიმ. მისი აზრით, 28 იანვარს სენატში უნდა მოხდეს იმპიჩმენტის მუხლების წაკითხვა, 4, 11 და 13 თებერვალს კი ტრამპსა და წარომადგენელთა პალატიდან მბრალდებელთა შორის წინასწარი დოკუმენტების გაცვლა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე