რუსეთს მოუწევს პასუხი აგოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილ ომის დანაშაულებზე - გიორგი ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 16:18 | 21.01.2021
ნანახია: 515

სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება, რითიც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე Facebook -ი გვერდზე წერს.

დღეს სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება, რითიც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი. რუსეთს აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმ უკანონო ქმედებებზე და ომის დანაშაულებზე, რომლებსაც სჩადიოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გილოცავთ მეგობრებო! ძალა ნამდვილად სიმართლეშია!

12-წლიანი დავის შემდეგ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციას დავა მოუგო.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე