ეს გადაწყვეტილება იქნება კონფლიქტით დაზარალებული ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი - ნინო ლომჯარია

საქართველო, თბილისი - 15:57 | 21.01.2021
ნანახია: 418

ეს გადაწყვეტილება იქნება კონფლიქტით დაზარალებული ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, - წერს სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

"ვულოცავ ჩვენ ქვეყანას ევროპის ყველაზე სამართლიანი მსაჯულის მიერ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღიარებას! ეს გადაწყვეტილება იქნება კონფლიქტით დაზარალებული ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი!

დეტალურ ინფორმაციას სახალხო დამცველი გადაწყვეტილების სათანადოდ გაცნობის შემდგომ შემოგთავაზებთ", აცხადებს სახალხო დამცველი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე