ელისაშვილის პოზიცია არის სახელმწიფოებრივი და უპირისპირდება საქართველოსთვის არაკეთილმოსურნე მხარეს - ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 15:23 | 21.01.2021
ნანახია: 535

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ალეკო ელისაშვილის პოზიციას სახელმწიფოებრივს უწოდებს.

„ჩემი პოლიტიკური ანტიპატიის თუ განსხვავების მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ალეკო ელისაშვილის პოზიცია არის სახელმწიფოებრივი და იმ პოზიციას უპირისპირდება, რომელიც გააჩნია არა მხოლოდ სააკაშვილს, არამედ საქართველოსთვის არაკეთილმოსურნე მხარეს, რომელსაც საქართველოში თავისი სტრატეგიის მთავარ ამოცანად დესტაბილიზაცია მიაჩნია. თუ ეს პასუხისმგებლობა მან გაითავისა, ისიც უნდა იცოდეს, რომ თემები არსებობს, რაზედაც საუბარი არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც არის. რაც შეეხება დეტალებს, უნდა იყოს გამჭვირვალე შეხვედრები და მოლაპარაკებები. მზად ვართ, ალეკოსთან შეხვედრისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მზად არის საჯაროდ გამართოს შეხვედრა „ქართულ ოცნებასთან“, სადაც საუბარი შეეხება კრიზისის განმუხტვის პერსპექტივებს.

„ჩემი და პარტიის „მოქალაქეების“ სახელით მინდა განვაცხადო, რომ დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. საკითხი, თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა, უბრალოდ ღიმილისმომგვრელია“, – აღნიშნა ელისაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე