ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავთ, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო - თეა წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 14:34 | 21.01.2021
ნანახია: 779

ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას!, - წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულკიანი

"საქართველომ რუსეთს დავა მოუგო!

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა!

ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე", - წერს წულუკიანი.

სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე