სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს თანამდებობის დაკავებას ულოცავს.

საქართველო, თბილისი - 14:25 | 21.01.2021
ნანახია: 340

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს თანამდებობის დაკავებას ულოცავს.

"დღეს ისტორიისა და იმედის დღეა. ბრიუსელიდან, სადაც ვისაუბრებ საქართველოსა და ევროატლანტიკური ურთიერთობების მომავალზე, მინდა გულწრფელად მივულოცო პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს.

დღეს აშშ-ს, როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატიისა და თავისუფლების ქვაკუთხედის ლიდერობის პასუხისმგებლობა თქვენს ხელშია!", - წერს სალომე ზურაბიშვილი მიკრობლოგ "ტვიტერზე".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე