ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა დამტკიცდა

საქართველო, თბილისი - 13:16 | 21.01.2021
ნანახია: 661

საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა დამტკიცდა.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სწორედ ამ გეგმაშია გაწერილი, როგორ მოხდება ქვეყანაში ვაქცინის შემოტანა და შესაბამისად, ვაქცინაცია.

"დღეს ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მთავრობას წარედგინა „კოვიდ-19“-ის ვაქცინის ეროვნული გეგმა და შესაბამისად, დამტკიცდა.

თამარ გაბუნია დეტალურ პრეზენტაციას გააკეთებს, თუ რა მნიშვნელოვან პუნქტებს მოიცავს გეგმა. შესაბამისად, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, თუ რა არის ჩვენი ხედვა და როგორ მოხდება ვაქცინის შესყიდვა, ასევე, რომელი ტიპის ვაქცინები იქნება არჩეული და შემოტანილი საქართველოში. შემდეგ ჩვენი ცივი ჯაჭვების საშუალებით როგორ მოხერხდება სხვადასხვა ვაქცინის როგორც ლოჯისტიკა, ასევე მოსახლოების ფენებამდე მიტანა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე