პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია და ვერავინ ვერასოდეს დამაშანტაჟებს - გიორგი ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 20:23 | 18.01.2021
ნანახია: 713

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "დღის კურიერის" ეთერში ამბობს, რომ მის მიმართ არავითარ შანტაჟს ადგილი არ ჰქონია. ამ განცახდებით ის ალეკო ელისაშვილს ეხმიანება, რომლემაც განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძეზე შესაძლოა, ზეწოლა ხორციელდებოდეს.

ელისაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გიორგი ვაშაძისგან მიიღო ოფიციალური უარი, შიდა კონსულტაციებში მონაწილეობაზე.

"ამ სისულელეებზე და აბსურდზე საუბარი რომ მიწევს, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია. რას ნიშნავს მაშანტაჟებენ? რა ლაპარაკია, ან რა დამოკიდებულებაა საერთოდ. ვინმეს ჩემი შანტაჟის საშუალება, რომ ჰქონოდა, აქამდე არ დამაშანტაჟებდნენ? - სწორი ცხოვრებით მიცხოვრია, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია და ვერავინ ვერასოდეს ვერ დამაშანტაჟებს.

ალეკო ელისაშვილთან შეხვედრას საერთოდ არ ვაპირებდი. არ მისაუბრია არც ელისაშვილთან და არც იოსელიანთან. ერთადერთი ვახო მეგრელიშვილმა მომწერა, ისევე როგორც დეკემბერში მომწერა რაღაც იდეა მაქვს და გამოდიო. აქ კიდე დამხვდა იდეა, რომ რაღაც დიდ შეხვედრას ვაპირებთ და რაღაც უნდა გადაწყდეს ამ შეხვედრაზეო, ვერ გადაწყდება ასე ვერაფერი, თუ რამე გადაწყდება უნდა გადაწყდეს საერთო ოპოზიციურ ფორმატში,"-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე