„ქართული ოცნება" დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

საქართველო, თბილისი - 12:02 | 16.01.2021
ნანახია: 440

„ქართული ოცნება" დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ყრილობა დღეს იმართება და პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე იქნება არჩეული. ასევე აირჩევენ პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა. პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია. ასევე, ყრილობა აირჩევს პარტიის აღმასრულებელ და გენერალურ მდივნებს. პარტიაში აღნიშნავენ, რომ გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება, ხოლო აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით არ დასახელებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე