ბათუმში Crowne Plaza-ს ნაცვლად შესაძლოა Rooms Hotel Batumi გაიხსნას

საქართველო, თბილისი - 17:52 | 22.01.2016
ნანახია: 2524

ბათუმში Crowne Plaza-ს ნაცვლად შესაძლოა „ბათუმი რუმსი“ გაიხსნას. PrimeNewsGeorgia-ს ინფორმაციით, „აჭარა ჯგუფი“ აღნიშნული მიმართულებით უკვე აქტიურად მუშაობს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მარტის ბოლომდე მიიღებს. ბრენდი „რუმსი“ „აჭარა ჯგუფისათვის“ საკმაოდ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა და ამ ფონზე კომპანია „რუმსის“ ქსელის გაფართოებაზე მუშაობს და ბათუმში გოგებაშვილის ქუჩაზე Crowne Plaza-ს ნაცვლად სასტუმრო „რუმსის“ გახსნას განიხილავს.

სასტუმრო სტუმრების მიღებას ივნისის ბოლომდე შეძლებს. პროექტის მიხედვით, სასტუმრო 140 ნომერზეა გათვლილი, თუმცა ბრენდის ცვლილებასთან ერთად შესაძლოა ნომრების რაოდენობაც შეიცვალოს. პროექტის განხორციელება „აჭარა ჯგუფს“ 26 მლნ დოლარამდე უჯდება. პროექტი სასტუმროს ნომრების გარდა, საკონფერენციო დარბაზს, რესტორანს, სპა-აუზს და სამორინეს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად „აჭარა ჯგუფი“ ბათუმში Holiday Inn-ის სასტუმროს გახსნას გეგმავდა, რომლის ფრანჩაიზსაც უკვე ფლობს, თუმცა შემდგომ გეგმები შეცვალა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე