პრეზიდენტმა ბავშვთა სახლებისა და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს 100-ლარიანი სააფთიაქო და სასურსათო ვაუჩერები გაუგზავნა

საქართველო, თბილისი - 19:38 | 30.12.2020
ნანახია: 493

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბავშვთა სახლებისა და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ტკბილეულთან ერთად 100 ლარიანი სააფთიაქო და სასურსათო ვაუჩერები გაუგზავნა. იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მათივე ცნობით, ბენეფიციარებს საჩუქრები საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მისმა მრჩევლებმა გადასცეს.

"მ. იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის 47 პაციენტმა და ბერია ანდრიას სახ. საქველმოქმედო ფონდის 45 ბენეფიციარმა 100 ლარიანი სააფთიაქო და 100 ლარიანი სასურსათო ვაუჩერი მიიღო, თბილისის და ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატების 123 ბენეფიციარმა - საახალწლო ტკბილეული და 100 ლარიანი სააფთიაქო ვაუჩერი, ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა“ 68 ბენეფიციარმა - საახალწლო ტკბილეული და პირველადი მოხმარების საგნები, ხოლო თბილისის 6 ბავშვთა სახლის 107 ბენეფიციარმა - საახალწლო ტკბილეული", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე