საპარლამენტო ხელფასს გადავურიცხავ იმ აქტივისტებს, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან - ნაკაიძე

საქართველო, თბილისი - 18:35 | 30.12.2020
ნანახია: 677

ევროპული საქართველო საპარლამენტო მანდატების მქონე დეპუტატების ხელფასებზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ევროპული საქართველოს წევრებს, შალვა შავგულიძეს და არმაზ ახვლედიანს საკუთარი საბანკო რეკვიზიტები არ გაუგზავნიათ პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტისათვის.

იმის გამო, რომ ელენე ხოშტარია და დავით ბაქრაძე წინა მოწვევის პარლამენტის წევრები იყვნენ, მათ ავტომატურად ჩაერიცხათ საპარლამენტო ხელფასი. ელენე ხოშტარიამ აღნიშნული თანხა უკან გადაუგზავნა სახელმწიფო ხაზინას, ხოლო დავით ბაქრაძემ საპარლამენტო ხელფასი წინასაახალწლო ქველმოქმედებაში ჩადო და გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა.

ტარიელ ნაკაიძე საპარლამენტო ხელფასს გადაურიცხავს იმ აქტივისტებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან.

ტარიელ ნაკაიძემ აღნიშნა, რომ მან ხელფასი აიღო იმისთის, რომ ეს თანხა გადაერიცხა სამოქალაქო აქტივისტებისათის, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის და ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ.

იმის გამო, რომ ჯერ არ მოხერხდა ჩვენი საპარლამენტო უფლებამოსილების შეჩერება, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მიმეღო საპარლამენტო ხელფასი, არა იმისთვის რომ წამეღო სახლში, არამედ იმისთვის, რომ გამეგრძელებინა პოლიტიკური ბრძოლა. გადავწყვიტე, რომ ეს ხელფასი გადავცე სამოქალაქო აქტივისტებს, ორგანიზაციას "მოძრაობა საქართველოსთვის", რათა მათ გააგრძელონ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ", - განაცხადა ნაკაიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე