ეკა ხოფერია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 13:56 | 29.12.2020
ნანახია: 1127

ჟურნალისტი ეკა ხოფერია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია ეკა ხოფერიამ "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას დაადასტურა.

მისი თქმით, შემოთავაზება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძისგან მიიღო.

"ვფიქრობ, შემოთავაზების წინაპირობა იყო ის პროექტი, რომელიც ჩვენმა ჟურნალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად დავიწყეთ - "მე აფხაზეთისთვის". მისი მიზანი იყო ახალი სახეების აღმოჩენა, მათზე დაწერა. მას შემდეგ რამდენიმე ხანში შემომთავაზა რუსლან აბაშიძემ ეს თანამდებობა. დავთანხმდი, რადგან რთული დროის და დიდი გამოწვევის მიუხედავად, მინდა გუნდთან ერთად ბევრი კარგი გავაკეთო. ჩემთვის აფხაზეთის თემა უცხო არ არის, რადგან ჩემი მშობლები არიან იქიდან და დღესაც მყავს აფხაზეთში ნათესავები. ცოტ-ცოტაც ჩემი ჟურნალისტური გამოცდილებიდან გამომდინარე ყველა თემასთან დაკავშირებით მქონდა შეხება და მონდომებული ვარ, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ", - თქვა ეკა ხოფერიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე