ხოშტარია ცდილობს დაშორდეს ხალხს, რომელიც ფურირემივით ღრიალით გამოირჩევა - გია ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 20:23 | 28.12.2020
ნანახია: 604

ქართული ოცნების ლიდერი, გია ვოლსკი, ელენე ხოშტარიას მიერ ევროპული საქართველოს დატოვებას ეხმიანება და ამბობს, რომ ხოშტარია იმიჯის გადარჩენას ცდილობს.

"ელენე ხოშტარია ცდილობს თავისი იმიჯი გადაირჩინოს და დაშორდეს იმ ხალხს, ვინც გამოირჩევა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ფურირემივით შეძახილებით, ღრიალით. ეს გაერთიანება, მიუხედავად იმისა, რომ სახელი შეიცვალა, შორს არ ჩავარდნილა იმ ხიდან, რომელიც ნაციონალური მოძრაობის სახელით არის ცნობილი", - ამბობს ვოლსკი.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარტია დატოვა და ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას გგემავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე