არ გადავდივარ სხვა პარტიაში, ვგეგმავ ახალი პლატფორმის შექმნას - ელენე ხოშტარია

საქართველო, თბილისი - 16:04 | 28.12.2020
ნანახია: 469

ვროპული საქართველოდან წასული ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ სხვა პარტიაში გადასვლას არ გეგმავს.

მისი თქმით, ის ახალი პლატფორმის, ახალი ძალის შექმნას აპირებს. მისივე განცხადებით, არ განიხილება პარლამენტში შესვლის საკითხი.

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არც ერთ სხვა პარტიაში და ასევე, ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. რა თქმა უნდა, არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს, ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება იგივე, უბრალოდ მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში, ახალი პლატფორმის შექმნა, ახალი ძალის შექმნა და ამაზე დეტალურად საზოგადოებას გავაცნობ", - თქვა ხოშტარიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე