ნიკა მელია ენმ-ის თავმჯდომარე ოფიციალურად გახდა

საქართველო, თბილისი - 18:38 | 27.12.2020
ნანახია: 370

ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ოფიციალურად გახდა. ის პარტიის ყრილობაზე ერთხმად დაამტკიცეს.

მანამდე მელიამ Facebook-გამოკითხვაში გაიმარჯვა. მელიამ მხარდამჭერების 13 400 ხმა მიიღო, ლევან ვარშალომიძემ კი - 7 200. ორივე კანდიდატი პარტიის პოლიტსაბჭომ შეარჩია.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 15 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. მან ფეისბუქზე დაწერა, რომ არ ეთანხმება ენმ-ის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. მისივე თქმით, მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე