საქართველოში უცხოელ ტურისტს (წყვილი) ცხოვრება 80 დოლარი უჯდება

საქართველო, თბილისი - 11:42 | 22.01.2016
ნანახია: 1345

2016 წელს, მოგზაურობისთვის ყველაზე იაფიან ქვეყნებად ინდოეთი და ინდონეზია დასახელდა.

აღნიშნულის შესახებ Skyscanner-ის კვლევაშია საუბარი. როგორც ირკვევა, სია ცხოვრებისა და კვების, სასმელების, ტრანსპორტის ფასების ანალიზის შემდეგ შედგა.

როგორც კვლევამ აჩვენა, ინდოეთში და ინდონეზიაში წყვილს ცხოვრება დღეში 40 დოლარი დაუჯდება. თუმცა უნდა აღინიშნოს ისისც, რომ ინდოეთში ცხოვრება ტურისტებისათვის (წყვილი) შედარებით დაბალბიუჯეტიან სასტუმროებში 20 დოლარადაც შეუძლიათ.

ნეპალსა და ვიეტნამში ცხოვრება მოგზაური წყვილებისთვის დღეში 45 დოლარამდეა, ხოლო ლაოსზე ცხოვრება მოგზაურ წყვილს დღეში 55 დოლარად, ხოლო შრი-ლანკაში - 60 დოლარად შეუძლია.

აღნიშნული კვლევიდან ირკვევა ისიც, რომ საქართველოში ცხოვრება წყვილ ტურისტს 80 დოლარი დაუჯდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე