მერაია ქერი ავსტრალიელ მილიარდერზე დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 11:31 | 22.01.2016
ნანახია: 1981

ამერიკელი მომღერალი მერაია ქერი ავსტრალიელ მილიარდერზე ჯეიმს პაკერზე დაინიშნა. ქორწინების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

პაკერმა რჩეულს ხელი ნიუ-იორკში რომანტიკულ გარემოებაში სთხოვა. მომღერალმა ჯეიმსის წინადადება და უძვირფასესი საქორწინო ბეჭედი სიხარულით მიიღო.

წყვილი ერთმანეთს 2015 წლის ივნისიდან ხვდება. მათ ერთმანეთი მომღერლის მეორე ქმართან განქორწინებიდან ორი თვის შემდეგ გაიცნეს. მერაიას ორი შვილი მეორე ქმართან ნიკ ქენონთან ჰყავს. მისი პირველი ქმარი კი ხმისჩამწერი კომპანიების მფლობელი ტომი მოტოლა იყო, რომელსაც ის 1998 წელს გაშორდა.

პაკერს სამი შვილი ორი ქორწინებიდან ჰყავს. ჟურნალ Forbes-ს მისი ქონება 4,5 მლრდ დოლარად აქვს შეფასებული. ქერი 45 წლისაა, მისი რჩეული კი მასზე სამი წლით არის უფროსი.

მერაია ქერი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მომღერალი და ”გრემის” პრემიის ხუთგზის მფლობელია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე