თბილისი, კიევი, ასტანა და ბაქო ტვირთგადაზიდვის შეღავათებზე შეთანხმდნენ

საქართველო, თბილისი - 10:54 | 22.01.2016
ნანახია: 1431

თბილისი, კიევი, ასტანა და ბაქო ტვირთგადაზიდვის შეღავათებზე შეთანხმდნენ. ბაქოში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით, ტვირთების ტრანსპორტირებისას კონკურენტუნარიანი ტარიფების დადგენის ოქმს მოაწერეს ხელი, რათა ხელი შეეწყოს აღნიშნული მარშრუტით ტვირთების გატარებას.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ შესაბამისი მარშრუტით ტვირთგადაზიდვის გამარტივებასა და სხვა კომპლექსური ღონისძიებების გატარებაზე, ტვირთბრუნვის ზრდაზე.

დოკუმენტს ხელი აზერბაიჯანის, საქართველოს, უკრაინისა და ყახაზეთის რკინიგზის ხელმძღვანელებმა მოაწერეს.

აღსანიშნავია, რომ ტრანსკასპირი საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ტვირთების შემდგომ ევროპაში ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე