განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაძლოა კულტურის მიმართულება გამოეყოს

საქართველო, თბილისი - 16:32 | 18.12.2020
ნანახია: 473

პარლამენტის წევრ გია ვოლსკის განცხადებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაძლოა კულტურის მიმართულება გამოეყოს.

მისი თქმით, გუნდში აღნიშნულ საკითხს აქტიურად განიხილავენ და დიდი ალბათობით საკითხი დადებითად გადაწყდება.

"მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, მოსაზრებებიც არსებობს, მაგრამ რეალურად, საკითხი უნდა მივიდეს ბოლომდე, რადგან არაჯანსაღ საინფორმაციო გარემოში არ შევქმნათ და არ მივცეთ არაჯანსაღ ძალებს ვითარების სკანდალურად აგორების საშუალება. მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, იმ გეგმას თუ არ ჩავთვლით, რომელიც შესაძლოა, უახლოეს პერიოდში იყოს რეალიზებული და ეს არის კულტურის სამინისტროს გამოყოფა და თავად იუსტიციის მინისტრის პოსტის შევსება", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე