ლელოს არჩეულმა დეპუტატებმა საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს

საქართველო, თბილისი - 18:01 | 16.12.2020
ნანახია: 468

პარტია ლელოს არჩეულმა დეპუტატებმა უარი თქვეს მანდატებზე. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მათ უკვე შეიტანეს საკანონმდებლო ორგანოში.

მანამდე, ენმ - ძალა ერთობაშიას ბლოკში შემავალი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაია მიმართეს პარლამენტს მანდატების გაუქმების თხოვნით.

მოქმედ მანდატებს ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ გირჩის სამი და მოქალაქეეების ორი დეპუტატი ინარჩუნებს. მათ აქვთ მოლოდინი, რომ მოლაპარაკებების პროცესის წარმატებით დასრულება კვლავ შესაძლებელია..

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე