მძიმე სოციალური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ უკანონობა უნდა იყოს დაშვებული - კალაძე

საქართველო, თბილისი - 22:46 | 15.12.2020
ნანახია: 513

აფრიკის დასახლებაში დღეს განვითარებულ მოვლენებს, სადაც უკანონო მშენებლობების დემონტაჟს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა, დედაქალაქის მერი "ღამის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, ის კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მუნიციპალურ ინსპექციას იმ სახლების დემონტაჟი არ მოუხდენია, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ:

"სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ იმ შენობა-ნაგებობებში, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა, იქ არ ცხოვრობდა არცერთი ადამიანი. შენობა ნაგებობებს, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, არავინ შეხებია, მიუხედავად იმისა, რომ უკანონოდ აქვთ დატაცებული მიწები და უკანონოდ აქვთ აშენებული ის სახლები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში 16 შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა, რომელიც მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე იყო," - განაცხადა კახა კალაძემ, მის თქმით, უკანონო მშენებლობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მისი მიერ იქნა მიღებული.

კახა კალაძის თქმით, უკანონობის წახალისება ვერ მოხდება იმ მოტივით, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

"მძიმე სოციალური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უკანონობა უნდა იყოს დაშვებული. ვწუხვარ და ცუდია, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები წავახალისოთ რომ უკანონობა ჩაიდინონ," - აღნიშნა კახა კალაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე