საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს - კელი დეგნანი

საქართველო, თბილისი - 17:21 | 15.12.2020
ნანახია: 833

საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

"ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრის ქონდეს, თუმცა, არსებობს განსხვავება მოსაზრებასა და ფაქტს შორის, ფაქტი არის, რომ საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს. სხვა რა მტკიცებულების წარმოდგენა შეგვიძლია, რომ დაგანახოთ ჩვენი ზრუნვა. ეს არის სიმართლე, მიუხედავად იმისა, ვის ექნება ძალაუფლება აქ თუ თეთრ სახლში, ჩვენი ვალდებულება საქართველოს წარმატების მიმართ არ შეიცვლება", - განაცხადა კელი დეგნანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე