ვერავის ვერაფერს დავპირდებოდი, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება - სუბარი აფრიკის დასახლებაზე

საქართველო, თბილისი - 16:59 | 15.12.2020
ნანახია: 525

ქართული ოცნების სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი სამგორში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის მოსახლეობას ვერაფრს დაჰპირდებოდა, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება.

"მართლა ვერ დავპირდებოდი ვერავის ვერაფერს, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება. არის არაერთი დასახლება, სადაც ადამიანებს აშენებული აქვთ წლების წინ სახლები, სადაც ცხოვრობენ, ბავშვებს ზრდიან, ვპირდებოდით, რომ მაქსიმალურად დავეხმარებოდით. აქაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ მაქვს 1 400 კვ.მ. შემოღობილი და ა.შ. ასეთ ადამიანს, ბოდიში, ყველას ვეუბნებოდი, რომ თბილისში ამის დაკანონებაში მოგეხმარებით. მინიმუმ საცხოვრებელი რომ გქონდეთ, ამაში დაგეხმარებით, სადაც კანონი მოგვცემს საშუალებას. ადამიანები, რომელთაც ბოლო 2-3 თვის წინ ააშენეს და აქვთ სხვა საცხოვრებელიც... ასეთ შემთხვევაში კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ", - აცხადებს სუბარი.

ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელსაც დღეს, 15 დეკემბერს მერიამ აფრიკის დასახლებაში აშენებული სახლი დაუნგრია, ამბობს, რომ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატმა, სოზარ სუბარმა მისცა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე