ოდიოზური ფიგურები, სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, შეიძლება მერაბიშვილიც შლიან დღეს ნაცმოძრაობას და ევროპულ საქართველოს - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:42 | 15.12.2020
ნანახია: 728

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე გრიგოლ ვაშაძის მიერ ნაციონალური მოძრაობის დატოვების შესახებ საუბრისას ამბობს, რომ მათი ამოცანა იყო რადიკალური ოპოზიციის შიგნით კორექტივების შეტანა და ძალიან ეხმარებიან ამაში სწორედ ის ოდიოზური ფიგურები, რომლებიც შლიან დღეს ოპოზიციას, რაც მისი თქმით, არის ძალიან კარგი პროცესი.

ძალიან კარგად და სწორი მიმართულებით ვითარდება პოლიტიკური პროცესები. ჩვენი ამოცანა იყო ამ რადიკალური ოპოზიციის შიგნით კორექტივების შეტანა და ძალიან გვეხმარებიან ამაში სწორედ ის ოდიოზური ფიგურები, რომლებიც შლიან დღეს ოპოზიციას, რაც არის ძალიან კარგი პროცესი.

"ეს ოდიოზური ფიგურები, როგორიც არიან, პირველ რიგში, სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, ბუნებრივია, შეიძლება მერაბიშვილზეც და სხვებზეც ლაპარაკი, შლიან დღეს ნაცმოძრაობას და ევროპულ საქართველოს. ბოკერიამ დაანგრია საკუთარი პარტია და ცდილობს, საფლავში ჩაიყოლოს ასევე სხვა პოლიტიკური პარტიები. ანალოგიურად, ნაცმოძრაობის ოდიოზურმა ლიდერებმა, სააკაშვილმა და გვარამიამ დაშალეს ნაციონალური მოძრაობა. ძალიან კარგი პროცესია, არის ჯანსაღი პროცესი და ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ მივიღებთ ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, ” - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ დღეს, 15 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობა დატოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე