მე ვისზე რა უნდა ვთქვა, აგერ გავიყავით ორი კვირის წინ - ზურა ჯაფარიძე გრიგოლ ვაშაძეზე

საქართველო, თბილისი - 14:37 | 15.12.2020
ნანახია: 419

გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკიდან და პარტიიდან წასვლას ეხმიანება და ამბობს, რომ არ იცის რამდენად შეიტანს ეს დისონანს ოპოზიციის რიგებში.

“არ ვიცი, რამდენად შეიტანს დისონანსს, ერთი რაშიც ცალსახად ვეთანხმები, ჩვენი დასავლელი პარტნიორი ქვეყნების ელჩების კრიტიკა არც მე მგონია სწორი, მათ შორის უხეში ფორმით. სხვა არ ვიცი, ნაციონალური მოძრაობის შიდა პარტიული ამბავია და ხდება ეგეთი რაღაცები. მე ვიზე რა უნდა ვთქვა, აგერ, გავიყავით ერთი-ორი კვირის წინ, ” - ამბობს ჯაფარიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე