გრიგოლ ვაშაძის განცხადება არც შინაარსით და არც ფორმით არ გამკვირვებია - თეა წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 14:27 | 15.12.2020
ნანახია: 533

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი "ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძის წასვლას ეხმიანება.

მისი თქმით, ვაშაძის მწვავე, ოცნებისთვის არასასიამოვნო განცხადებებიც კი ყოველთვის ნაკარნახევი იყო იმით, თუ რა უფრო სჯობდა ქვეყნისთვის.

"8 მარტის შეთანხმება სანამ იქნებოდა მიღწეული, შესაძლებლობა მქონდა, თუ არ მეშლება, მოლაპარაკებების ორ საწყის რაუნდში პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიმეღო. გრიგოლ ვაშაძე პირველად იქ გავიცანი. ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი, პირველად ამას არ ვამბობ, იქ წარმოდგენილი ოპოზიციის წევრებიდან გრიგოლი ყოველთვის იყო მწვავე და პრინციპული, მაგრამ მის ყოველ მწვავე კრიტიკას და ქართული ოცნების ქარცეცხლში გატარებას ყოველთვის გასდევდა ხოლმე თან ის რაღაცა, რაც იშვიათად დამინახავს სხვა ოპოზიციის წევრებში. იტყოდა ძალიან უსიამვნო რამეს ჩემი ყურებისთვის, ქართული ოცნების მოსასმენად, მაგრამ ეს ყოველთვის იყო ნათქვამი რაღაც ფორმით და ყოველთვის იყო ნაკარნახევი, თითქოს უფრო არა ვიწრო პარტიულით, არამედ უფრო იმით, თუ რა სჯობს ქვეყნისთვის. ეს ყოველთვის ასე იყო, რაც არ უნდა ის არ მომწონდეს და ჩემთვის მიუღებელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდეს. შესაბამისად, მისი დღევანდელი განცხადება თავისი არც შინაარსით და არც ფორმით მე არ გამკვირვებია", - თქვა თეა წულუკიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე