გრიგოლ ვაშაძემ პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი - რომან გოცირიძე

საქართველო, თბილისი - 14:04 | 15.12.2020
ნანახია: 440

პარტიიდან მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის არა, - აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლის შესახებ.

"გრიგოლ ვაშაძე რთულ პერიოდში მოვიდა “ნაციონალურ მოძრაობაში”. შემოიტანა ის, რის დეფიციტსაც მაშინ პარტია განიცდიდა. მისმა გამოცდილებამ და პირადმა თვისებებმა პარტიას შემატა საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მიერ ნაჩვენებ ბრწყინვალე შედეგში დიდი იყო გრიგოლ ვაშაძის პირადი წვლილი. ბატონმა გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი. არც ყოფილა ეს მისი მიზანი. კიდევ სამი წელი დადო ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობის საქმეში", - აცხადებს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე