ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციებს დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავჯდომარეს შორის - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 11:15 | 15.12.2020
ნანახია: 737

გრიგოლ ვაშაძის მიერ ნაციონალური მოძრაობის დატოვებას, მისივე თანაპარტიელი, ხატია დეკანოიძე ეხმიანება. ის ვაშაძეს მადლობას უხდის და ამბობს, რომ პარტიაში ცვლილებებს ყველამ "ადამიანურად" უნდა შეხედოს.

"პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო გრიგოლ ვაშაძეს. ის ურთულეს წლებში შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იბრძოდა. ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციებს დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავჯდომარეს შორის. თუმცა ცვლილებები ხდება და ყველაფერს ადამიანურად, ცივილიზებულ ფარგლებში უნდა შევხედოთ - დაუღალავი, უკომპრომისო ბრძოლის და უკეთესი ცვლილებების ფონზე.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მომავალი ზუსტად ასევე ესახება ბატონ გრიგოლს, სადაც არ უნდა იყოს მომავალში. სხვა დეტალებში ჩაღრმავებას ნამდვილად არ ვაპირებ".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ პარტიას ტოვებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე