არის ბუნებით არაჯანსაღი ნაციონალების კლასტერი, მათ ჩაშალეს მოლაპარაკებები, დანარჩენი ყველა ჯანსაღია - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:39 | 14.12.2020
ნანახია: 450

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები ნაციონალურმა მოძრაობამ ჩააგდო, თავის მხრივ “ქართული ოცნება” კი ღიაა მოლაპარაკებებისთვის.

“ოპოზიცია ორად არის გაყოფილი, არის არაჯანსაღი პოლიტიკური ძალები და არის რამდენიმე ჯანსაღი პოლიტიკური პარტია, რომელიც ასეთ მზაობას აფიქსირებდა და ალბათ მომავალშიც დააფიქსირებს.

მარტივად შეგვიძლია გავმიჯნოთ, არის ნაციონალების კლასტერი - ბუნებით არაჯანსაღი, მათ ჩაშალეს მოლაპარაკებები, პირველი სხდომის წინა დღეს, დანარჩენი ყველა ჯანსაღია - თქვა ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე