გიგაურისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ TI-ის პარალელური დათვლა არ ჩაუტარებია - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:37 | 14.12.2020
ნანახია: 456

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ესაუბრა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს და მიიღო ინფორმაცია, რომ TI-ის პარალელური დათვლა არ ჩაუტარებია.

კობახიძემ დღეს 11:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ არჩევნების PVT - პარალელური დათვლა, სამართლიან არჩევნებთან ერთად TI-მაც ჩაატარა, თუმცა, ვინაიდან მისი შედეგები ცესკოს შედეგებს დაემთხვა, არ გაასაჯაროვა.

"ორგანიზაცია აკვირდებოდა საარჩევნო პროცედურებს და ხმის დათვლის პროცესს. რამდენიმე ასეულ უბანზე წარგზავნილი ყავდა დამკვირვებლები. მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელთ არსებული მონაცემები დაემთხვა ცესკოს მონაცემებს. ჩვენ მივესალმებით ორგანიზაციის ღიაობას და მადლობას ვუხდით მის ხელმძღვანელს მოწოდებული ინფორმაციისთვის". - თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე