ვახტანგ კაპანაძემ ბრიუსელში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველო, თბილისი - 17:26 | 21.01.2016
ნანახია: 1711

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ბრიუსელში, ნატოს სამხედრო კომიტეტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილეს, გენერალ სერ ადრიან ბრედშოუს შეხვდა.

მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და პარტნიორობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუცია იყო. გენერალმა ბრედშოუმ ქართულ მხარეს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ამერიკელ და თურქ კოლეგებსაც შეხვდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე