ანა დოლიძე სამხედრო ჰოსპიტალს ესტუმრა

საქართველო, თბილისი - 17:25 | 21.01.2016
ნანახია: 1675

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ ის სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა, რომლებიც გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ. მინისტრის მოადგილე სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა და გამოჯანმრთელება უსურვა.

ანა დოლიძის განცხადებით, სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი ჯარისკაცების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად ძალიან მნიშვნელოვანია სწორი და დროული ინფორმაციის ფლობა, შესაბამისად, ჩვენთვის აუცილებელია, რომ უშუალოდ გავეცნოთ ინფექციურ განყოფილებაში არსებულ ვითარებას, თუ რა მდგომარეობაში არიან ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები. ჰოსპიტალში რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეა მოთავსებული ვირუსული ინფექციით. ისინი თავს უკვე კარგად გრძნობენ. მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ ჰოსპიტალიდან ეწერებიან და სამსახურს უბრუნდებიან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უშუალოდ ვიყოთ ჩართული ამ პროცესებში და გავაკონტროლოთ სამხედრო ჰოსპიტალში არსებული ვითარება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე