ოპოზიციის ეგზოტიკური გამონათქვამებიდან ჩემი ფავორიტია ქეთევან წამებულთან შედარება - ჰუბერტ ქნირში

საქართველო, თბილისი - 09:46 | 14.12.2020
ნანახია: 1742

მგონი პრიზები უნდა დავაწესოთ ოპოზიციის ყველაზე ეგზოტიკური და ფანტაზიით აღსავსე გამონათქვამებისთვის , - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსა და ამ მოლაპარაკებებში უცხოელი დიპლომატების ჩართულობაზე საუბრისას განაცხადა.

ელჩის თქმით, დიპლომატების მიმართ გამოთქმული პრეტენზიების პოლიტიკური მიზეზი ოპოზიციის შიდა დაპირისპირებაა.

"ვფიქრობ, ასეთი განცხადებები ძალიან სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ. მგონი, პრიზები უნდა დავაწესოთ ყველაზე ეგზოტიკური და ფანტაზიით აღსავსე გამონათქვამებისთვის. პირადად ჩემი ფავორიტია ოპოზიციის შედარების იდეა ქეთევან წამებულთან, რომ ოპოზიციას აწამებენ დიპლომატების თანდასწრებით, რომლებიც მისგან მოელიან იმ საშინელი რამის გაკეთებას, რისთვისაც თავად გააკეთა განაცხადი და ეს არის პარლამენტში შესვლა. მინდა მედიასაც ვთხოვო: ყველაფერი, რასაც იტყვიან, იქნებ არ გადავაქციოთ დიდ მოვლენად, რომელზეც დღეების განმავლობაში იქნება საუბარი" - თქვა ჰუბერტ ქნირშმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე