ახალგაზრდობა უნდა იჯდეს, იმეცადინოს, წარმატებას მიაღწიოს - ელისო ბოლქვაძე 20 ივნისზე

საქართველო, თბილისი - 09:35 | 14.12.2020
ნანახია: 610

მთავარი არხის ეთერში, გადაცემა "პოსტ ფაქტუმში" გასულ სიუჟეტში ქართული ოცნების წევრმა, ელისო ბოლქვაძემ 20 ივნისის მოვლენების შესახებ საუბრისას, თქვა, რომ ახალგაზრდობა უნდა იყოს დაინტერესებული წინსვლით და უნდა იმეცადინოს და წარმატებებს მიაღწიოს.

თქვენ თუ იცნობთ ისეთ დემოკრატიულ ქვეყანას, როდესაც შევარდებიან პარლამენტში... მოხდა შეტაკება, არ მოხდა? მე ვუყურებდი პარიზიდან ძალიან დიდ ღელვებს, ძალიან დიდ ჯიკაობას, საშინელი ჯიკაობა იყო, რატომ არ ვიცი, მაგრამ ხომ იყო?!

ახალგაზრდობა უნდა იყოს დაინტერესებული თავისი წინსვლით, უნდა იჯდეს, იმეცადინოს და წარმატებას მიაღწიოს... მე გეუბნებით, ვიცი, რომ ახალგაზრდები არ უნდა იდგნენ ამ დროს, ასეთი შესვლის და თავდასხმის... გეუბნებით, პარიზიდან ვუყურებდი, როგორ შევარდა... აბა, რატომ დადგა პოლიცია? მიმართულება არ იყო იმისთვის, რომ შევარდნილიყო პარლამენტში და აეღო? ჩემი თვალით ვნახე", - განუცხადა ბოლქვაძემ "მთავარ არხს" ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე