"ქართული ოცნების" წევრებს წინასწარ უკანონოდ ჰქონდათ "სამართლიანი არჩევნების" შედეგებზე ინფორმაცია მოპოვებული - ევროპულ საქართველო

საქართველო, თბილისი - 12:46 | 12.12.2020
ნანახია: 485

"ევროპულ საქართველოს" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წევრებს, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" წევრებს წინასწარ უკანონოდ ჰქონდათ "სამართლიანი არჩევნების" შედეგებზე ინფორმაცია მოპოვებული, რადგან ძალიან უცნაურად გააქტიურდნენ ბოლო დღეებში.

"ევროპული საქართველო" არასოდეს დავყრდნობილვართ "სამართლიანი არჩევნების" პარალელური გადათვლის შედეგებს, როდესაც გაყალბებაზე ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ. PVT ვერ აკონტროლებს ისეთი ტიპის გაყალბებას, როგორიც არის ბიულეტენების ჩაყრა, რომლის ვიდეოზეც "ქართული ოცნების" სასამართლოში თქვეს, რომ იქნებ სხვა რამ ჩაყარესო. PVT ვერ აკონტორლებს "კარუსელს" და ძალადობას.

სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" წევრებს წინასწარ უკანონოდ ჰქონდათ "სამართლიანი არჩევნების" შედეგებზე ინფორმაცია მოპოვებული, რადგან ძალიან უცნაურად გააქტიურდნენ ბოლო დღეებში, რომ გადაემოწმებინათ "სამართლიანი არჩევნების" შედეგები, რითიც, მათი აზრით, მახე დაუგეს ოპოზიციას“,-განმარტავენ "ევროპული საქართველოში".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე