ხუთმა ოპოზიციური პარტიამ ცესკოდან საარჩევნო სიები გამოითხოვა

საქართველო, თბილისი - 20:05 | 11.12.2020
ნანახია: 435

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ცესკოდან საარჩევნო სიები უკვე გამოითხოვა. ახლა დარჩენილია მიმართვა პარლამენტისთვის, რომ უფლებამოსილება შეუწყდეთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც უარს ამბობენ საქმიანობის გაგრძელებაზე.

პარტიული სია გამოითხოვა 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ: "ნაციონალური მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ", "ლეიბორისტულმა პარტიამ", "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "ლელომ".

​"სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს 4 მანდატი და შესაბამისად, ეს პროცედურა ახლა რაც ჩავაბარეთ არის, რომ მეხუთე ნომრიდან 50 ნომრის ჩათვლით ჩახსნილია სია. ის 4 ადამიანი, ვინც მანდატი მიიღო, უკვე შემდეგ კვირაში ჩააბარებენ განაცხადს ერთობლივად, ერთი პიროვნება გამოიყოფა ალბათ ოპოზიციიდან, რომელიც ყველა განაცხადს შეიტანს," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე