ოპოზიცია სულ მალე იჯდება პარლამენტში, როგორც ქართველი ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:58 | 11.12.2020
ნანახია: 396

ოპოზიცია სულ მალე იჯდება პარლამენტში, როგორც ქართველი ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება. წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, ეს ბევრად უფრო ადრე მოხდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.

"იმ ხალხის გასაგონად, ვინც იძახის, რომ ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში და არა ქუჩაში. ეს ოპოზიცია სულ მალე იჯდება საქართველოს პარლამენტში, როგორც ქართველი ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება და ეს მოხდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია - დღევანდელი დღე ამის ნათელი დასტურია", - აცხადებს სააკაშვილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე