პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 16:13 | 11.12.2020
ნანახია: 465

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს.

არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნეს.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს დადგენილების პროექტს, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება ცნეს. დეპუტატებმა ერთიან სიას უყარეს კენჭი.

საკითხს მხარი დაუჭირა 87-მა დეპუტატმა. პარლამენტმა საკუთარი გადაწყვეტილებით ცნო 150 დეპუტატის უფლებამოსილება, რომელთა შორის არის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე