ეკონომიკურად არც ისეთი უბედურებაა, სუპერმარკეტში ვხედავ რიგებს. აბა, ეს ვინ ხალხია, ქართველები არ არიან? - ელისო ბოლქვაძე

საქართველო, თბილისი - 16:01 | 11.12.2020
ნანახია: 484

საქართველო რომ ეკონომიკურად არ არის მძლავრი ქვეყანა ეს ვიცით, მაგრამ არც ისეთი უბედურებაა, როგორც აფრიკის ქვეყნები და ბევრი ამაზე ძალიან ცუდად ცხოვრობს, - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ელისო ბოქლვაძემ.

მისი თქმით, ის სუპერმარკეტებში ბევრ ხალხს ხედვას, რაც მისი აზრით, მიანიშნებს, რომ "არც ისეთი უბედურებაა".

"თუნდაც ის, რასაც მე ვხედავ, თუ გინდათ ჩემი გამოცდილებიდან, ხშირად სუპერმარკეტში ვხედავ ძალიან ბევრ რიგებს სხვათა შორის. და მე ვფიქრობ, სად არის ეს ბალანსი, როგორ არის, ვერ ვიხდი ფულს, იმდენი ხალხია და აბა ეს ვინ ხალხია, ქართველები არ არიან?", - თქვა ბოქლვაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე