"ქართული ოცნების" საპარლამენტო ფრაქციას მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს

საქართველო, თბილისი - 15:50 | 11.12.2020
ნანახია: 383

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციას მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები კი იქნებიან: გივი მიქანაძე, ნინო ლაცაბიძე, ბექა დავითულიანი, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე და ირაკლი ჩიქოვანი.

ფრაქციის თავმჯდომარე ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე, ფრაქციის რეგისტრაციისათვის პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას მიმართავს განცხადებით.

ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დაუყოვნებლივ განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე