„ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობის სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩია

საქართველო, თბილისი - 15:28 | 11.12.2020
ნანახია: 415

„ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობის სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩია.

„ერთ პარტიას საშუალება აქვს, რომ ერთი ფრაქცია შექმნას. შესაბამისად 90-დეპუტატიანი ფრაქცია შეიქმნა. ფრაქციას მე ვუხელმძღვანელებ. დღეს ავირჩიეთ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები. რეგლამენტის თანახმად, ყოველ 15 დეპუტატზე უნდა იყოს ერთი მოადგილე. ესენი იქნებიან გივი მიქანაძე, ნინო ლაცაბიძე, ბექა დავითულიანი, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე და ირაკლი ჩიქოვანი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე