მაგრად ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე - ელისაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:10 | 11.12.2020
ნანახია: 350

მაგრად ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე, - თქვა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ფეისბუქლაივში.

მისი თქმით, უისტორიულესი მომენტი არის ის შეთანხმება იმიტომ, რომ ჩვენ ქართულ ოცნებას რაღაცები გამოვგლიჯეთ, ელჩების მეშვეობით.

„ჩვენ ვიძახით, რომ უისტორიულესი მომენტი არის ის შეთანხმება იმიტომ, რომ ჩვენ ქართულ ოცნებას რაღაცები გამოვგლიჯეთ, ელჩების მეშვეობით და ოღონდ ეს მარცხზე არ მიუთითებს, ნამდვილად ვამბობ იმიტომ, რომ თუ ჩვენ ხელს მოვაწერთ იმ შეთანხმებას და ხელში გვეჭირება კარგი საარჩევნო სისტემა, თუ გამოვლენ პოლიტპატიმრები, თუ პატიოსანი საარჩევნო წესები გვექნება, იქიდან ყველანი გამარჯვებულები გამოვალთ. იმ ოთახიდან არავინ გამოვა დამარცხებული. ვიღაცები, უბრალოდ, ძალიან შერცხვენილები იქნებიან, თან რომ მანდატებს ხევენ და თან რომ მოლაპარაკებას ხელს მოაწერენ, მაგრამ ისიც მათი არჩევანია, ეს კიდევ ჩვენი არჩევანია“, - თქვა ელისაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე