ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაენგრია მისივე პარტია, რაც ძალიან კარგია - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 19:57 | 10.12.2020
ნანახია: 412

ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაენგრია მისივე პარტია, რაც ძალიან კარგია , - ამბობს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე.

„ბოკერიას და უგულავას ჩამოშორებას რაც შეეხება, საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დავეხმარეთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მათ თვითონ ჩამოაშორეს საკუთარი თავი პოლიტიკას, განსაკუთრებით ბოკერიამ. ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაენგრია მისივე პარტია, რაც ძალიან კარგია. ჩვენ ხელი შევუწყვეთ, დავეხმარეთ, მაგრამ პირველი ავტორი ევროპული საქართველოს დანგრევისა და ჩამოშლის იყო გიგა ბოკერია, რასაც ხედავენ მისი გუნდის წევრები, მათ შორის. დიდი მადლობა გიგა ბოკერიას ამისთვის“, - თქვა კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე