"ლელო" საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

საქართველო, თბილისი - 17:52 | 10.12.2020
ნანახია: 427

"ლელო საქართველოსთვის" საპარლამენტო სიას პარლამენტიდან ხვალვე გამოიწვევს, -ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პოლიტსაბჭოს კრების შემდეგ თქვა.

"ჩვენმა პარტიამ ოფიციალურად დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ვახმოვანებდით, რომ გამოვიწიოთ ჩვენი საპარლამენტო სია. მივმართოთ ოფიციალურად და უარი ვთქვათ იმ მანდატებზე, რომელიც მოგვანიჭეს გაყალბებული არჩევნების შედეგად.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გაითვალსიწინოს ეს მდგომარეობა. ეს არ არის ქვეყნისთვის კარგი გადაწყვეტილება - როცა იქნება ერთპარტიული პარლამენტი". - თქვა ხაზარაძემ.

ამავე საკითხზე ბრიფინგი გამართა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. პარტიის წევრები ხვალ განცხადებას დაწერენ და სიებს ჩახსნიან.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე