"სტრატეგია აღმაშენებლი" სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობს

საქართველო, თბილისი - 17:00 | 10.12.2020
ნანახია: 497

"სტრატეგია აღმაშენებლის" ის წევრები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განმარტებით, "ჩვენ დავწერთ ხვალ განცხადებებს და ჩავხსნით ჩვენს სიებს".

"ჩვენ გვქონდა დეტალური მსჯელობა, დისკუსია გუნდში. რა თქმა უნდა, არც გვქონდა სხვა მოსაზრება, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დავწერთ ხვალ განცხადებებს და ჩავხსნით ჩვენს სიებს. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვაგრძელებთ ჩვენს ბოიკოტს. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ყველანაირად მოწადინებულები ვართ, რომ შეთანხმება შედგეს, ვაპირებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას", - განაცხადა ვაშაძემ.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე