მოლაპარაკებები ჩაშალა კობახიძემ, რომელმაც გუშინ გააჟღერა ივანიშვილის აზრები, რომ ქვეყანაში აპირებს დიქტატურის დამყარებას - გუგავა

საქართველო, თბილისი - 16:32 | 10.12.2020
ნანახია: 472

როდესაც შანტაჟის ენით გესაუბრებიან, ასეთ დროს მოლაპარაკებები არ იმართება, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ ჟურნალისტებს მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით განუცხადა.

"ოპოზიციის ოთხპუნქტიანი გეგმა წარდგენილია საერთო შეთანხმებით, რომელიც ითვალისწინებთ უმთავრეს საკითხებს. დღევანდელი მოლაპარაკებები ჩაშალა ბატონმა კობახიძემ, რომელმაც გუშინ გააჟღერა ივანიშვილის აზრები, რომ ქვეყანაში აპირებს დიქტატურის დამყარებას, რეპრესიების გატარებას, პარტიების გაუქმებას. როდესაც შანტაჟის ენით გესაუბრებიან, ასეთ დროს მოლაპარაკებები არ იმართება. შეიქმნა ისეთი ფონი, როდესაც მოლაპარაკებები შეუძლებელია. როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მხარეები კონსენსუსს ეძებენ და როდესაც ხელისუფლება გამოდის და გემუქრება, ასეთ პირობებში მოლაპარაკებები არ იმართება. როდესაც გემუქრებიან და შუბლზე პისტოლეტს გადებენ, მოლაპარაკებებს რა აზრი აქვს“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე