თუ იქნება კანონპროექტები, მიმართული ოპოზიციური პარტიების რეგისტრაციის გაუქმებისკენ, სამართლებრივ ბერკეტებს გამოვიყენებთ - ლომჯარია

საქართველო, თბილისი - 16:04 | 10.12.2020
ნანახია: 502

ობმუდსმენი ნინო ლომჯარია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ თუ მმართველი პარტიის მხრიდან მუქარა სამართლებრივ ხასიათს მიიღებს, სახალხო დამცველის აპარატი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და სამართლებრივ ბერკეტებს გამოიყენებს.

"ჩემი მოწოდება იქნებოდა მმართველი პარტიისთვის რომ იყვნენ მაქსიმალურად კონსტრუქციული, მსგავსი ტიპის განცხადებები აზიანებს მოლაპარაკებების პროცესს და თუ ეს მიიღებს სამართლებრივ ხასიათს, მაგალითად თუ მართლაც იქნება ინიცირებული კანონპროექტები, რომლებიც იქნება მიმართული ოპოზიციური პარტიების რეგისტრაციის გაუქმებისკენ, ჩვენ მზად ვართ თუ დავინახეთ აქ კონსტიტუციის დარღვევა წავიღოთ ეს საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოში და გამოვიყენოთ სხვა სამართლებრივი ბერკეტები" – ამბობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

გუშინ, 9 დეკემბერს, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ენმ-ს რეგისტრაცია გაუუქმდება, რაც პარლამენტის პირველივე სხდომებზე იქნება ინიცირებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე