ელისაშვილისნაირი ფიგურის შესვლის შემდეგ მაინც ერთპარტიული იქნება ეს პარლამენტი - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 14:19 | 09.12.2020
ნანახია: 537

ელისაშვილისნაირი ფიგურის შესვლით, ერთპარტიული იქნება ეს პარლამენტი, ყველა შემთხვევაში, - ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია.
გიგა ბოკერიას თქმით, ეს ელისაშვილის მხრიდან საბაბების ძიებაა პარლამენტში შესასვლელად და მისი ბრალდებები კი სრული სიცრუე.

"ვინც არ უნდა ყოფილიყო, ელისაშვილის ჩათვლითაც კი და ეს ძალიან დაბალი საზომია ჩემთვის, მაინც სასურველი იყო და ახლაც სასურველია შენარჩუნდეს ბოიკოტი, ამ სამარცხვინო საქციელის შემდეგაც მისგანაც კი სასურველია, თუმცა, ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ვიღაცის მიერ წესის ან პირობის დარღვევით ხაზგასმა ხდება თავად ამ ვითარების, ანუ ამ საბაბით ელისაშვილისნაირი ფიგურის შესვლა ივანიშვილს პოლიტიკური იზოლაციისგან ვერ გადაარჩენს. მაინც ერთპარტიული იქნება ეს პარლამენტი, ყველა შემთხვევაში". – ამბობს გიგა ბოკერია.

ელისაშვილმა დღეს, საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ევროპული საქართველო, ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, ქართულ ოცნებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლას, დეტალების გარეთ გამოტანასა და"ყველაფრის არევას" ცდილობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე